მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური Mehindra განახლებადი ენერგიის პროექტებში $150 მილიონს ჩადებს

ელექტროსადგურები

ინდური კონგლომერატი Mahindra Group 144 მილიონ დოლარს მზისა და ქარის 150 მეგავატიანი ჰიბრიდული ელექტროსადგურების მოსაწყობად გამოყოფს. - ამის შესახებ გაერთიანებამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.

პროექტს ჯგუფის განახლებადი ენერგიების გუნდი იმუშავებს, Mahindra-ს სტრატეგიული პარტნიორი კი კანადის ერთ-ერთი უმსხვილესი საპენსიო ფონდი, “ონტარიოს მასწავლებელთა საპენსიო გეგმის საბჭოა”.

ამასთან ერთად, კომპანია მზის ელექტროსადგურ Gelos Solren-ის 26%-იან წილსაც შეისყიდის, რითაც ჯამური ინვესტიცია 4.8 მილიონი დოლარით, 150 მილიონ დოლარამდე იზრდება.

ინდოეთი, როგორც მსოფლიოში სათბურის აირების ემისიების რიგით მესამე უმსხვილესი მწარმოებელი, ცდილობს, განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის სიმძლავრეები, 2030 წლამდე 500 გიგავატამდე გაზარდონ, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გეგმა, მოცულობები 175 გიგავატამდე გაეზარდათ - ვერ შეასრულეს.

თავად Mahinda Group კი იმედოვნებს, რომ 2023 წლისთვის მათი ენერგიის 100% განახლებადი წყაროებიდან იქნება მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ, გაერთიანების 2022-23 წლების ანგარიშის თანახმად, Mahindra-ს ელექტროენერგიის ⅔ ქარის ელექტროსადგურიდან იყო გენერირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები