მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინდუსტრიების გამორჩევა, მათთვის ფულის ჩუქება და სუბსიდიების კეთება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია"

57a32c15d7ec6
BM.GE
04.08.16 15:49
1686
"ინდუსტრიების გამორჩევა, მათთვის ფულის ჩუქება და სუბსიდიების კეთება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ ეკონომიკის განვითარების ფორუმის ფარგლებში განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშესაწყობად სხვადასხვა სახის ბარიერების მოხსნაა საჭირო. გაჩეჩილაძის განცხადებით, ყველა სექტორს თავისი სპეციფიკა აქვს და შესაბამისად ერთჯერადი ბარიერები ბიზნეს სექტორისთვის არ არსებობს.
 
"მთავარია, რომ სახელმწიფომ ბიზნესს ხელი არ შეუშალოს. თუ სადმე უშლის ხელს უნდა გაკეთდეს ანალიზი რათა ეს ხელშეშლა შემცირდეს.

იდეები, რომელიც დღევანდელ ფორუმზე გაჟღერდა ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ როგორც ბარიერების შემცირება, ან შეგვიძლია გავიგოთ ისე, რომ გამოვარჩიოთ ინდუსტრიები, რომლებსაც ფულს ვაჩუქებთ. ინდუსტრიების გამორჩევა, მათთვის ფულის ჩუქება და სუბსიდიების კეთება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ მეორე ნაწილი არის ის რომ უნდა მოვუსმინოთ ბიზნესს და გავიგოთ სად არის ბარიერი და მოვხსნათ ის. ერთჯერადი ბარიერი, რომელიც ბიზნესს ყველა პრობლემას მოუხსნის არ არსებობს. არსებობს სხვადადსხვა სექტორები, რომლებსაც აქვს თავისი სპეციფიკა.

თუნდაც მწვანილის მოყვანას და მის ევროპაში გატანას სჭირდება გარკვეული ლაბორატორიები, სერტიფიცირება და ა.შ. საჭიროა ორგანიზება და ხელის შეწყობა სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები