ინდუსტრიული მიმოხილვა - მთის კურორტებზე სასტუმროების განვითარება
BM.GE
23.01.23 00:37
• 352
მთის კურორტებზე განთავსებულ სასტუმროებზე უნდა გიამბოთ. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ 2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ორი ხელოვნურად გათოვლიანებულ სათხილამურო ტრასა ფუქციონირებს, ასევე დამსვენებლებს სრიალი გოდერძის სათხილამურო ტრასებზე შეუძლიათ. საქართველოს სხვა მთის კურორტებზე თოვლი ჯერჯერობით არ დევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სასტუმროები ახლა სრულად ვერ იტვირთება. მთის კურორტებზე განთავსებული სასტუმროების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს ერთ კვირაში ჭარბი ნალექი იქნება, კარგი თოვლი მოვა და ზამთრის სათხილამურო სეზონიც ოფიციალურად გაიხსნება, რაც ჯავშნების რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.