ბიზნეს მედია საქართველოსა და ჩვენი პარტნიორი კომპანია BDO Digital-ის ახალი, ერთობლივი პროექტის - Industry Talks-ის პირველი ღონისძიება "რითეილ ტრანსფორმაცია" ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები, ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღები პირები და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები ერთ პლატფორმაზე გაერთიანდნენ. ღონისძიების გენერალური პარტნიორი ლიბერთი-ბაზისბანკ ჯგუფი და ავერსი არიან. ჩვენი მხარდამჭერი კომპანია ნაბეღლავია, ტრანსფორმაციის პარტნიორებად კი ჯიპიაი ჰოლდინგი, დეილი ჯგუფი, ვისოლი და NGS group არიან წარმოდგენილი. ხოლო, ჩართულობის პარტნიორები inoffice by urbanique, ბრენდჰენდი და ასკანელი გახლავთ.






























