რამდენიმე კვირაა ბიზნეს მედია და ჩვენი პარტნიორი კომპანია BDO Digital ახალ ერთობლივ პროექტს აანონსებს, დღეს უკვე ამ ამბის ხორცშესხმა უნდა ვნახოთ, Industry Talks-ის პირველი სერია სწორედ დღეს შედგება, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები, ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღები პირებს და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს ერთ პლატფორმაზე შევეცადეთ გაგვეერთიანებინა.
ღონისძიების გენერალური პარტნიორი ლიბერთი-ბაზისბანკ ჯგუფი და ავერსი არიან. ჩვენი მხარდამჭერი კომპანია ნაბეღლავია, ტრანსფორმაციის პარტნიორებად კი ჯიპიაი ჰოლდინგი, დეილი ჯგუფი, ვისოლი და NGS group არიან წარმოდგენილი. ხოლო, ჩართულობის პარტნიორები inoffice by urbanique, ბრენდჰენდი და ასკანელი გახლავთ.
Pullman Tbilisi Axis Towers-ში დაგეგმილ ღონისძიებამდე რამდენიმე საათი დარჩა და როგორ მიდის სამზადისი?






























