მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ავტო გალერი“ გახდა

თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ბრიტანული ავტომწარმოებლის, INEOS Automotive-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. თანამშრომლობის ფარგლებში „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე INEOS-ის ავტომობილების მიწოდებასა და მომხმარებლებისთვის გაყიდვების შემდგომ მომსახურებას უზრუნველყოფს. „ავტო გალერის“ მულტიბრენდულ შოურუმში მალე მომხმარებლებს INEOS Automotive-ის ფლაგმანი მოდელი Grenadier-იც დახვდება, რომელიც კლასიკური 4x4-ის კონცეფციას ეფუძნება და გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და რთულ პირობებში გადაადგილებაზეა ორიენტირებული. მისი სამოდელო ხაზი რამდენიმე ვერსიასა და კონფიგურაციას აერთიანებს, მათ შორის Station Wagon-სა და Quartermaster-ის პიკაპს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები