მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინერტული ნარჩენების მართვისთვის კანონპროექტი მზადდება

BM.GE
12.12.22 11:40
292
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ინერტული ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იწყება. საკითხთან დაკავშირებით ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც თემატური მოკვლევის შედეგები იქნა წარმოდგენილი. 

ღონისძიებაზე ინერტული ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და რეგულირების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების შესახებ დისკუსია გამართეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი უკვე ასახულია ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში.

სტუმარი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები