მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inex Group-მა აეროპორტთან საბაჟო ტერმინალი და სორტირების ცენტრი გახსნა

ინექს ჯგუფი

ამანათებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანია Inex Group-მა ინფრასტრუქტურაში ინვესტირება განახორციელა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული პროექტი არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიას, არამედ მთლიანად საფოსტო-საკურიერო დარგს წაადგება.

„აეროპორტის მიმდებარედ ავაშენეთ და გავხსენით საბაჟო ტერმინალი, სადაც ვიღებთ როგორც საკუთარ ტვირთებს, ისე სხვა კომპანიებსაც ვემსახურებით. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს სორტირების, ანუ დახარისხების ცენტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავაჩქაროთ მომსახურების დრო და გავაუმჯობესოთ ხარისხი“, - აღნიშნა კაპანაძემ.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, საბაჟო ტერმინალი ექსკლუზიურად მხოლოდ ამანათებს ემსახურება. ამასთან, ახალი სორტირების ცენტრი ამჟამად დღეში 10 000-მდე ამანათს ახარისხებს, თუმცა მისი ტექნიკური რესურსი არსებულზე 10-ჯერ მეტი მოცულობის გატარების საშუალებას იძლევა.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში მოქმედი საფოსტო და საკურიერო კომპანიები ჯამში 16.4 მილიონ ამანათს მოემსახურნენ, ხოლო სექტორის მთლიანმა შემოსავლებმა 274 მილიონ ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები