მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკის აპარატი საჩუქრად გადაეცა

5e9ff28a077f6
BM.GE
22.04.20 11:27
1552
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მასთან ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინიციატივით, კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს საჩუქრად COVID 19-ის PCR დიაგნოსტიკისათვის, Real Time PCR System Machine (მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx) აპარატი საჩუქრად გადაეცა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში აღნიშნავენ, რომ საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია მათი ლაბორატორიისთვის. 

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მიერ გადაცემული აპარატი ქართველ მედიკოსებს PCR ტესტების სწრაფად და სტანდარტის შესაბამისად ჩატარების რესურსს მნიშვნელოვანდ გაუზრდის", - აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები