ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ქართული კომპანია „აპექს სტუდიო 1“ იმუშავებს.
კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
კომპანია ვალდებულია, 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს.
პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას.
ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით, 10000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი.
წყარო: GBC

























