საქართველოში covid-19-ის ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკა რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის კორონავირუსის ჯამური დადასტურებული შემთხვევების რიცხვი სულ 24562-ია.
სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 24562
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 9751
მათ შორის გარდაცვლილი - 183
კარანტინის რეჟიმში - 4408
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1848
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.

























