მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფიცირების 2 927 შემთხვევიდან 378 სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი - ამირან გამყრელიძე

5fa919c53ef55
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 14:30
486
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ ინფიცირებულთა დღევანდელ სტატისტიკაში 2 729 დადასტურებული შემთხვევიდან 379 სწრაფი ტესტით გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევაა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ სწრაფი ტესტების გამოყენების გააქტიურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ მხრივ მსოფლიო პრაქტიკას იზიარებს.

„სამი დღეა, რაც აქტიურად ჩავრთეთ სწრაფი ანტიგენის ტესტები და თანდათან უფრო ვააქტიურებთ სწრაფი ტესტების ჩართვას. ქვეყანში უკვე 991 000 დოზა PCR და, დაახლოებით, 500 000-მდე სწრაფი ტესტია ჩატარებული.

ახალი დადგენილების საფუძველზე უკვე დავიწყეთ ანტიგენის სწრაფი ტესტების გამოყენება კლინიკებში, ცხელების ცენტრებში და ამ ეტაპზე გეოგრაფიულად დაშორებულ ადგილებში, საიდანაც დიდი დრო სჭირდება PCR-ტესტის ნიმუშის თბილისში ან უახლოეს ლაბორატორიაში ჩამოტანას. ამიტომ დღევანდელ სტატისტიკაში 2927 დადასტურებული შემთხვევიდან სწრაფი ტესტით გამოვლენილია 379 შემთხვევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები