საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
სრული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 906
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 755
მათ შორის გარდაცვლილი - 14
კარანტინის რეჟიმში - 2710
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.