მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირებულების რიცხვი თბილისში იმატებს - მარინა ენდელაძე

5f7ebe9018415
ინგა მურუსიძე
08.10.20 11:27
1183
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 472 ახალი ინფიცირებულიდან 134 თბილისიდანაა.

მისივე თქმით, სულ ქვეყანაში 60 მოქალაქე არის კრიტიკულ მდგომარეობაში, ხოლო მათგან 59 მართვით სუნთქვაზეა.

„აჭარაში შემცირდა ახალი ინფიცირებულების რაოდენობა და დღეს 230 ახალი პაციენტი გვყავს. საყურადღებოა, რომ ინფიცირებულების რიცხვი თბილისში იმატებს და ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი 134 გახდა. იმერეთში - 68 ახალი შემთხვევაა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში - 8-8 ახალი შემთხვევა გვაქვს, შიდა ქართლში - 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში - 5-5 ახალი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამივე პაციენტი აჭარიდან იყო.