მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირებულს დამსვენებლებთან შეხება არ ჰქონია - „დრიმლენდ ოაზისი“

5f4fa2e622dc7
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 17:56
1257
"ინფიცირებულ ქალბატონს დამსვენებლებთან შეხება არ ჰქონია; მიუხედავად ამისა, სასტუმროში მყოფ ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდება" - ამის შესახებ BM.GE-ის „დრიმლენდ ოაზისის“ მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალბატონი სასტუმროში ერთი დღის შესული იყო და იმავე საღამოს მისი იზოლირება მოხდა. გვანცა ხანდრავა ირწმუნება, რომ ინფიცირების შესაძლო შემთხვევის გამოვლენის შემდეგ სასტუმრო არც ერთ ადამიანას არ დაუტოვებია.

„სასტუმროში ამ დროისთვის 718 დამსვენებელი იმყოფებოდა, რასაც ემატება სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ის მედპერსონალი, რომელიც ჩვენ გამოვიძახეთ. სასტუმროს ტერიტორია გუშინდელი დღის შემდეგ არავის დაუტოვებია.
სასტუმროში უკვე გამოყოფილია სივრცე და სტუმრების ტესტირება დავიწყეთ. ქალბატონთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. დანარჩენენ პირებს სასტუმროში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, რათა თავი დავიზღვიოთ. ჯერჯერობით, ტესტირება ჩატარდება ერთხელ, თუმცა შემდგომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროტოკოლების მიხედვით ვიმოქმედებთ”, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა.

მისივე თქმით, სასტუმრო-კომპლექსი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასტუმროებისთვის გაწერილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებდა. "კამერების გადამოწმების შედეგად ვნახეთ, რომ ამ ქალბატონს უშუალო კომუნიკაცია სხვა დამსვენებლებთან არ ჰქონია“, - განაცხადა გვანცა ხაინდრავამ.

რაც შეეხება იმას, როგორ განაგრძობს სასტუმრო ფუნქციონირებას და სად წავლენ ის პირები, რომელთაც ერთჯერადი ტესტირებით  ახალი კორონავირუსი არ გამოუვლინდებათ ან ხომ არ გადაკეთდება კომპლექსი საკარანტინე სივრცედ, სასტუმროს მენეჯერი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მთავრობის მითითებებს ელოდებიან.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ  სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" ჩაიკეტება. მისივე ინფორმაციით, სასტუმროში 400-მდე ექიმი მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები