22%-ით გაძვირებული ტრანსპორტის ჯგუფი, 3%-ით სურსათი, 10%-ით კომუნალურები და 8%-ით ჯანდაცვა - ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია კიდევ უფრო დაჩქარდა 5.9% შეადგინა, განსაკუთრებულ წნეხს ინფლაციაზე ტრანსპორტის ჯგუფი ქმნის, რასაც ფასების ზრდას თავის მხრივ მკვეთრად გაძვირებული საწვავი იწვევს. ინფლაციის ზრდას შედარებით ანელებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის დაწყება, ამ ეფექტის გარეშე, სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-ის ნაცვლად 6.3% იქნებოდა. რა აძვირებს ცხოვრებას საქართველოში, როგორია პროგნოზები და რა ბერკეტები არსებობს ინფლაციური წნეხის მოსათოკად?






























