მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია: რა ტემპს აკრეფს ფასების ზრდა საქართველოში?

თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6%-დან 5.7%-მდე ამცირებს. საინვესტიციო ბანკის მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების წესის ცვლილებას უკავშირდება, ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს.

შესაბამისად - მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. სებ-ის განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის ზრდა გლობალურ ბაზრებზე გახანგრძლივებულმა ინფლაციურმა წნეხმა განაპირობა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი კი მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა.

სტუმარი: ნიკოლოზ ზურაბიშვილი - თიბისი ჯგუფის უფროსი ეკონომისტი

#ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები