მაისში ინფლაცია ბოლო ერთ წელში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. გასულ თვეში წლიურად ფასების საერთო დონე 2%-ით გაიზარდა, თვიურ ჭრილში კი ინფლაცია 0.4%-ი იყო. ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფსა და საწვავის გაძვირებას უკავშირდება. წინა წელთან შედარებით, ბენზინის ღირებულება 30%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათის ფასებს, ერთ წელში სურსათი 0.7%-ით გაძვირდა. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების ფონზე კი ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს.