მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაციის რისკების ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა

ინგლისის ცენტრალური

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების და რეფინანსირების განაკვეთის 3.75%-იან ნიშნულზე განსაზღვრის გადაწყვეტილება მიიღო.

გაერთიანებული სამეფოს მთავარი ფინანსური ორგანოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი იყო, ამიტომ მას ინვესტორების გაკვირვება არ მოჰყოლია. ბოლო ინტერვენცია ცენტრალურმა ბანკმა წინა შეხვედრაზე განახორციელა და მისი მოცულობა 0.25 პროცენტული პუნქტი იყო.

ოფიციალური უწყების განმარტებით, დიდ ბრიტანეთში ინფლაცია სამიზნე ნიშნულამდეა შემცირებული, თუმცა ნავთობის გაძვირება სამომხმარებლო ფასების დაჩქარების რისკებს ზრდის, ამიტომ BOE სიფრთხილეს ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები