მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის ტემპი შემცირდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად?

საგადასახადო შეღავათების გამო 2023 წელს ბიუჯეტმა თითქმის 6 მილიარდი ლარი ვერ მიიღო. განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა - ეს ის ძირითადი სექტორებია, სადაც საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. მიუღებელ შემოსავლებში კი, დღგ-დან მიუღებელი შემოსავლები ლიდერობს, რაზეც მთლიანი თანხის 93% მოდის . იმის გამო, რომ სხვადასხვა სექტორები გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2023 წელს თანხობრივად ბიუჯეტში 5.5 მლრდ ლარის მობილიზება ვერ მოხდა. რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საგადასახადო შეღავათებს და რა ტიპის შეღავათები უნდა გაუქმდეს ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შეღავათის ეფექტიანობას სწავლობს, საიდანაც მიუღებელი შემოსავალი 600 მლნ -ია. მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გვეუბნება, რომ წლის ბოლომდე შეღავათების ეფექტიანობა შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ რიგ საგადასახადო დანახარჯებს კარგი ეკონომიკური ეფექტი არ აქვს, მაშინ ამ შეღავათების გაუქმებაზე დაიწყება მსჯელობა. გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, საგადასახადო შეღავათები გადაიხედოს ჯანდაცვის სექტორშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები