ბიზნესში ინფლაციური მოლოდინები გაუარესდა. ეროვნული ბანკის ახალი კვლევით, გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის თანახმად, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდის მიმართულებით შემცირებული იყო. როგორ ითარგმნება მოლოდინები რეალობაში და რამდენად არის ბაზარზე ინფლაციის ზრდის ფაქტორები.