მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

infleuncer.ge - ინფლუენსერ მარკეტინგი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

5e4e5bba7a8ea
ნინო მაისურაძე
20.02.20 14:12
3747
ბოლო რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა მედიაში აქტიურად აწყდებით ამ ტერმინს, თუმცა ნაკლებად იცით მისი მნიშვნელობა, - რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი? ვინ არიან ინფლუენსერები? - ალბათ ხშირად დაგისვამთ ეს შეკითხვა. რადგან თანამედროვე კომუნიკაციები გულისხმობს ინტერნეტსივრცეში ადამიანთა ჯგუფების თავმოყრასა და ადამიანები კი სოციალურ ქსელებში გაცილებით კომფორტულად ახერხებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ლამის კომუნებს ქმნიან - მარკეტინგის სპეციალისტთა მყისიერი მოქმედებით სოციალური ქსელები გახდა პლატფორმა, სადაც მარტივად და ეფექტურად დაიგეგმა ამა თუ იმ კომპანიის მარკეტინგული კამპანია და აუდიტორიამდე მისი მნიშვნელობის მიტანა. ასე გაჩნდა მარკეტინგის ახალი ფორმა - ინფლუენსერ მარკეტინგი.

მართლაც შთამბეჭდავი ციფრია - ბოლო წლებში 7 მილიარდი დოლარი ჩაიდო ინფლუენსერ მარკეტინგში მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ინფლუენსერ კამპანია განხორციელდა ინსტაგრამზე, ფეისბუქსა და იუთუბზე. მარკეტერების, კომუნიკაციის და პიარის სპეციალისტების 73 % მსოფლიოს მასშტაბით ირჩევს ბრენდების პოპულარიზაციისთვის ინფლუენსერების გამოყენებას.

ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.

მაგრამ აქვე გაჩნდა აზრი - რამდენად ეფექტურია ინფლუენსერის მიერ ასე, პირდაპირ დაპოსტილი ინფორმაციით აუდიტორიის დაინტერესება? - მარკეტინგი ხომ მეცნიერებაა, რომელიც კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით სწავლობს აუდიტორიას და მას მარკეტინგის ისეთ ფორმას სთავაზობს, რომელზეც ის მგრძნობიარე იქნება. ამდენად ფორმა კი შეიცვალა, თუმცა შინაარსი - არა. მივდივართ ისევ პროფესიონალებამდე. სწორედ ამ მიდგომით შეიქმნა ინფლუენსერ სააგენტო – influencer.ge, სადაც პროფესიონალები არიან გაერთიანებული. პროფესიონალიზმში იგულისხმება ინფლეუნსერ სააგენტო- influncer.ge–ს სტრატეგია, სადაც სამი ძირითადი მომსახურება იქნება წარმოდგენილი. ესენია:

• ინფლუენსერ სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
• ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
• და კონსულტაცია.
რადგან კომპანიებს კომპეტენტური და გრძელვადიანი გეგმა სჭირდებათ, როგორ დაგეგმონ კამპანიები ინფლუენსერების დახმარებით და რაც ყველაზე მთავარია, მოახდინონ თანხების და შედეგების სწორად გადანაწილება.

ნინა პერტენავა – influncer.ge -ს დამფუძნებელი

ინფლუენსერ კომუნიკაციის პროფესიონალური, ანალიზზე დაყრდნობილი და შმოქმედებითი მიდგომის ერთიანობა ქმნის იმ შედეგს, რომელზეც დამკვეთები არიან ორიენტირებული. სწორედ რომ დეტალებშია ჭეშმარიტება და არა თუნდაც რომელიმე ინფლუენსერის დადებულ პოსტში. სასურველი შედეგი მხოლოდ პროფესიონალებს ხელშია. წანიააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ არასწორ მესიჯებს, არასწორად შერჩეულ ვიზუალს, რომელიც ხელოვნურად დადგმული მიეწოდება აუდიტორიას. ხშირ შემთხვევაში კომპანიებიც სცოდავენ, როცა ინფლუენსერებს გამზადებულ ტექსტებს სთავაზობენ, რომელიც არც პროდუქტს უხდება და არც აუდიტორიაზეა გამიზნული. ჩვენ ძალიან დიდ დროს და რესურსს ვუთმობთ ანალიზსა და დაგეგმვას, რაც წარმატებულ შედეგს, პრაქტიკულად 100%-ს ხდოს. სნაიპერის გასროლას შევადაერბდი, სიზუსტითა და წერტილოვანი დარტყმით.

გზავნილი: ჩვენი მხრიდან დამკვეთებისთვის ყველაზე დიდი შთავაზება, სოციალური ქსელების გარემოში ნდობის მოპოვებაა. ჩვენს რეპუტაციაზეც ვზრუნავთ, რომ ნდობის ხარისხი მაღალი იყოს.

ელდარ პირმისაშვილი: influncer.ge -ს დამფუძნებელი

კომპანიებმა და ბრენდებმა უნდა აღიარონ, რომ მომხარებლებთან წვდომის ყველაზე მარტივი და ეფექტური, ამავდროულად ყველაზე ბიუჯეტურიც, ინფლუენსერ მარკეტინგია. სწორედ ასეთ მიდგომს იდეალურად გამოხატავს ფრაზა - მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა. პრაქტიკულად, ყველა დამკვეთს სწორედ ეს ეფექტი აინტერესებს. სწორად წარმოებული ინფლუენსერ მარკეტინგი გულისხმობს კვლევებსა და შეფასებებზე დაყრდნობით, სწორად შერჩეული ინფლუენსერის დახმარებით, აუდიტორიასთან კომუნიკაციას. რაც ჩვენს სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანია. აქვე მოგახსენებთ ჩვენი მუშაობის პრინციპს, რომელიც კომპანიების მხოლოდ ინფლუენსერებთან დაკავშირებას არ გულისხმობს. ჩვენი სამუშაო გაცილებით მოცულობითია და სიღრმისეული. ჩვენ ვეცნობით და ვსწავლობთ კომპანიის ღირებულებებს და ბრენდის არსს, კომპანიას ვთავაზობთ ინფლუენსერს, პარალელურად ვადგენთ კონტენტს, ვირჩევთ ვიზუალურ მასალას და რაც მნიშვნელოვანია, შედეგს ვითვლით.
გზავნილი: მიწვდით დიდ აუდიტორიას მარტივად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით.

ირინა ონაშვილი influncer.ge -ს პარტნიორი

როგორც ინფლუენსერი ერთი წელია რაც აქტიურად ვთანამშრომლობ კომპანიებთან. ამასობაში მკაცრად ჩამომიყალიბდა მიდგომა - ყველა პროდუქტს, რომელსაც რეკომენდაციას ვიწევ, აუცილებლად საკუთარ თავზე ვტესტავ. თუ პროდუქტი ჩემს მოლოდინს არ გაამართლებს, არასდროს შევთავაზებ აუდიტორიას. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც როცა მომსახურებაზე უარი მითქვამს. ნდობის საკითხი ჩემთვის მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ნდობა და როგორც ღირებულებას, ძალიან ვუფრთხილდები. რადგან მეორე მხრიდანაც ვგრძნობ საპასუხო ემოციებს. ხშირად მეკითხებიან აზრს, ყოველთვის ინტერესდებიან ჩემი რჩევებით, რამაც სოციალურ მედიაში გადაინაცვლა და ინფლუენსერ მარკეტინგის ხასიათი მიიღო. აუდიტორიის წინაშე კი ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ.

გზავნილი: ინფლუენსერებს მივმართავდი... ყურადღებით აირჩიონ კომპანია სათანამშრომლოდ. არაფრის სანაცვლოდ შეცდომაში არ შეიყვენონ და. პატივი სცენ იმ ადამიანებს, ვისაც უზიარებენ პროდუქციას.

თეა აგლაძე influncer.ge -ს პარტნიორი

რაც გაჩნდა მარკეტინგი, მას შემდეგ არსებობს აუდიტორიასთან კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა. კომპანიებს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, ცნობილი სახე გამოეყენებინათ პროდუქციის პოპულარიზებისთვის. ასეთი ქეისები მრავალია მარკეტინგის სფეროში. მისასალმებელია, რომ ჩვენი კომპანიებიც მივიდნენ აზრამდე, რომ მარკეტინგის ასეთი ფორმა ძალიან მოქნილია და ხელსაყრელი. სამწუხაროდ, აქვე გამოიკვეთა არასწორი დამოკიდებულებაც. კომპანიები პირდაპირ უკავშირდებან ინფლუენსერებს და ამა თუ იმ პროდუქტის რეკლამირებას სთავაზობენ, რაც ამ პროცესს ქაოტურს ხდის ჩვენს კომპანიას აქვს არა ერთი ქეისი, სადაც კარგად შესწავკლილია და ჩამოყალიბებული ბაზრის მოთხოვნა, რამდენად მგრძნობიარეა აუდიტორია რა რა სახის მესიჯებზე რეაგირებს. ჩვენი კომპანია მხოლოდ საქართველოს მაშტაბებს არ დაჯერდება და ჩვენს საქმიანობას აუცილებლად განვავრცობთ სხვა ქვეყნებში. ჩვენ ამის ამბციაც გვაქვს და საშუალებაც. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ყველაზე ცნობად ინფლუენსერებს დავუკავშირდეტ და თანამშრომლობა შევთავაზოთ.

გზავნილი: ინფლუენსერ მარკეტინგში მთავარია ფორმა და კრეატიულობა, რომ შენმა ხმამ აუდიტორიამდე მიაღწიოს და ჰქონდეს დიდი ეფექტი.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები