მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფორმაციის გასავრცელებლად LinkedIn-ით არასოდეს გვისარგებლია - NCDC

NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალური განცხადება არ არის.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას. ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა", - წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 5 დეკემბერს, Linkdin-ზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით გავრცელდა განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც წერია, რომ ცენტრი სავსეა კორუმპირებული თანამშრომლებითა და ე.წ ოდეერებით.

გვერდის ავთენტურობაზე BMG-მ ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს ჰკითხა, რომელმაც გვიპასუხა, რომ რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ აქვს და გერმანიაში იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები