მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფორმაციის თავისუფლება - გურამ იმნაძე ანალიტიკაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებით გამოწვევებს ეხმიანება და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე დახურული უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცენტრმა რამდენჯერმე გამოითხოვა საპროტესტო აქციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია შსს-სგან, თუმცა სტატისტიკური მონაცემების არარსებობის საფუძვლით ეს ინფორმაცია მათ არ გადაეცა.

ინფორმაციის თავისუფლების უფლების დარღვევის შესწავლისა და შსს-ისთვის რეკომენდაციით მიმართვის მოთხოვნით სახალხო დამცველს მივმართეთ.

განცხადების საპასუხოდ სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ადმინისტრაციული დაკავება ინტენსიური, მზღუდავი ღონისძიებაა და წლებია პრობლემურად გამოიყენება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მან ადმინისტრაციულ დაკავებაზე სტატისტიკის გამოქვეყნების წინადადებით შსს-ს მიმართა.

რა გაგრძელება აქვს ამ ამბავს და რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავისუფლება?

სტუმარი: გურამ იმნაძე - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები