მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს"

5d52691a8a086
ლიკა გურაბანიძე
13.08.19 11:40
605
„ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, ასევე შევქმნათ სამუშაო ადგილები,“ -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ის სამი ძირითადი მიმართულება ჩამოთვალა, რატომაც ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ამას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი - რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ბოლომდე ათვისება, მეორე - შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ სიღარიბეს ვებრძოლოთ. სიღარიბეს, რომელიც არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარება საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ასევე შევქმნათ სამუშაო ადგილები არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში, არამედ პროექტების დასრულების შემდეგ ქართულ ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება მიეცეს შექმნას მეტი დოვლათი და სამუშაო ადგილები, ხოლო ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ. ჩვენ ამისათვის მასშტაბური ინვესტიციები გვჭირდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის: 6-თვიანი ანგარიშის წარდგენას  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე; ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრის პირველ მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე; მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები