მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია''

5b374ea90b0b6
ლევან თაღიაშვილი
30.06.18 18:46
1507

ფერმერ ლევან ხმელიძის განცხადებით, ფერმერებისთვის პრიორიტეტი გამსხვილება და  წარმოების ზრდაა.

ამასთან როგორც ფერმერმა BM.ge-თან საუბრისას განაცხადა, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

,,როდესაც სოფელშიფერმერული საქმიანობის დაწყება გადავწყვიტე, კარგად გავაანალიზე ის პირობები თუ გარემოებები რაშიც ვცხოვრობდი. გავაკეთე ანალიზი, თუ რა იყო პრიორიტეტი და არჩევანი მეფუტკრეობასა და მევენახეობაზე გავაკეთე, რადგან ვარ მაღალმთიანი სოფლიდან და გაგვაჩნია კარგი საფუტკრე ბაზა, ასევე ვართ ტვიშის მიკროზონა და მოდის უნიკალური ჯიშის ცოლიკაური. ვენახი 1 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული, რაც შეეხება მეფუტკრეობას, გვყავს 400 ოჯახი, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი სწრაფი განვითარება განაპირობა იმ პროექტებში ჩართულობამ, რომელიც კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ევროკავშირს აქვს", - ყვება ფერმერი.

ლევან ხმელიძე დღეს თბილისში ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული გაფართოებული სათათბიროს სხდომას ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები