თბილისის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს. მისი კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.
გალაქტიონ ბუაძე მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.