დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით "ქართულ ოცნებაში" ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მივა.
ის საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. სოხაძისთვის გაგზავნილია 68 შეკითხვა, რომლებიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეხება და მათზე პასუხებს დღის წესრიგის მიხედვით პლენარულ სხდომაზე 12:00 საათიდან გასცემს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, კითხვა-პასუხის სესიის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია დებატები და დეპუტატების გამოსვლები.
აღნიშნული ინტერპელაცია იქნება პირველი მინისტრის მოსმენა XI მოწვევის სადავო პარლამენტში.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ "ოცნებამ" ინტერპელაციაზე ირაკლი კობახიძეც დაიბარა. ის პარლამენტში ნოემბრის ბოლო სასესიო კვირაში მივა.




























