მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპიროს განვითარების პროექტი გააცნო

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს გააცნო მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების დაგეგმილი პროექტი, რომელიც სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ადგილზე, მინისტრთან და ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე.

ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ეცნობიან ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია პროექტების მონახულება ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები