მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ტენდერებში პროტექციონისტულ მიდგომას ითხოვს

5d4eed15119eb
სალომე მეცხვარიშვილი
11.08.19 19:00
744
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი კომპანიებისთვის პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას ითხოვს, - ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა Business Media Lunch-ის ფარგლებში განაცხადა, სადაც სახელმწიფო შესყიდვების თემაზე მსჯელობდნენ.

“დღეს მშენებლობა არის მიმართულება, რომელშიც ყველაზე დიდი თანხა იხარჯება სახელმწიფო შესყიდვების კუთხით და ამავდროულად არის დარგი, რომელიც ყველაზე ნაკლებად ვითარდება. ანუ პრობლემა არის იმაში, რომ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების პრინციპების დაკმაყოფილებით ჩვენ ვერ მივიღებთ წელიწადში 10-20 ძლიერ კომპანიებს.

გარკვეულწილად პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რადგან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია არ არის საკმარისი…

გარკვეული ბალანსის და ბეწვის ხიდზე გასვლის ხარჯზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. მაგალითს გეტყვით: ქვეყანაში, სადაც არსებობს “აწარმოე საქართველოში”, რომელიც არის ლეგიტიმური პროგრამა და ამით ვამაყობთ, რატომ არ შეიძლება რომ... ჩვენ არ ვსაუბრობთ განსხვავებულ პირობებში ჩაყენებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მხარდაჭერაზე. ეს შეიძლება იყოს თუნდაც განვითარებაში, თუნდაც მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. ამ ეტაპზე ჩვენ ეს გვჭირდება, მაგრამ შეიძლება არ დაგვჭირდეს 10 წელში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ქართული კომპანიები ფაქტობრივად ვერ იღებენ მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას. კმაყოფილდებიან ხშირად სუბკონტრაქტორის როლით ან საერთოდ არ ჩანან. ეს უნდა გამოვასწოროთ”, - აცხადებს ანა საბახტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები