მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო კურსი

სამშენებლო მიმართულებით ცოდნის გაახლების და შეძენის მსურველთათვის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სასწავლო კურსებზე მიღებას აცხადებენ.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და GAU-მ საერთაშორისო პარტნიორთან, ესპანური ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციასთან ერთად შეიმუშავეს სპეციალური მომზადებისა და გადამზადების კურსები, რომელზეც უკვე მეორედ გამოცხადდა მიღება და აპრილის თვიდან, სწორედ მომდევნო ნაკადი დაიწყებს პროგრამებზე სწავლას.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ინდუსტრიას აწუხებს და, რომელზეც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

სტუმრები: სალომე ღუდუშაური - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლის ვიცე-დეკანი;

მალხაზ ხოშტარია - “აპარტ ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი და პროგრამის ტრენერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები