ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირებაში - გასული კვირის ბოლოს მთავრობამ ბიზნესს ახალი მარეგულირებელი პაკეტი წარუდგინა. რეფორმის ფარგლებში ხდება ზედნადები ხარჯების გადახედვა, სამშენებლო მასალების ფასების განახლება, ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება.
პარალელურად მკაცრდება კონტროლისა და პასუხისმგებლობის მექანიზმებიც - იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, მკაცრდება შავი სიის სისტემა და იზრდება მოთხოვნები კეთილსინდისიერებისა და ფინანსური სანდოობის მიმართ. რა გაიგეს დღეს ინფრასტრუქტურის მშენებლებმა მთავრობის ხედვიდან და უზრუნველყოფს თუ არა აღნიშნული ცვლილებები პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებას.
სტუმარი: ბადრი ნიაური - იურისტი;


































