მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ზუგდიდი-ანაკლიას გზის რეაბილიტაცია სრულდება

5cc1636473381
BM.GE
25.04.19 11:33
907
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება.

"პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზობში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება და ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი", – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნული სამუშაოები 10 188 800 ლარი ჯდება და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია New Road ასრულებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები