საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის გაგა ბუაძის განცხადებით, „პირველ 6 თვეში როგორც ტენდერების ჩატარების, ისე უშუალოდ პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან პრობლემებს ადგილი არ ჰქონია“.
როგორც გაგა ბუაძემ "საქმის კურსს“ განუცხადა, 2017 წლის მეორე კვარტლის გეგმაც გადაჭარბებით შესრულდება.
„პირველი კვარტლის შედეგებს იხილავდით - ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, დაახლოებით, 105%-ით. მიმდინარე კვარატალშიც ანალოგიური გეგმები გვაქვს - მინიმუმ 100%-იანი შესრულება. ზოგადად თუ გადახედავთ სტატისტიკას, რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ისე სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების კუთხით“, - განაცხადა ბუაძემ.
შეგახსენებთ, 2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მლრდ 258 მლნ ლარია, საიდანაც 606 მლნ არის საბიუჯეტო სახსრები, დანარაჩენი კი გრანტი და კრედიტი. ამასთან, ჯამური ბიუჯეტიდან 849 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის უნდა დაიხარჯოს.

























