მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbesკვირა - გიორგი ისაკაძის პროლოგი

BM.GE
11.10.21 04:31
356
მე დღეს ბევრ თემაზე მსურს საუბარი, მაგრამ ნააზრევს და სათქმელს მიმდინარე ვითარებაზე რაც ჩვენს საზოგადოების ნაწილს აწუხებს, ფორბს კვირის ეპილოგურ ნაწილში მოვუყრი. მანამდე გეტყვით, რომ ამ კვირაში ყველაზე საქმიანი მედიის წარმომადგენელბიც არ ვიყავით უსაქმოდ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თემები დამსახურებლად იყო ფავორში და ყურადღების ცენტრში. ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე საინტერესო ინტერვიუც, გავეცანით საჯარო, სახელმწიფო და ბიზნესის ინდუსტრიების ანგარიშებსაც. ცალკეული გამონაკლისების და ინდუსტრიების გარდა, ვითარება არის საკმაოდ რთული, და მას ტრადიციულად ამძიმებს პანდემია, რომელსაც არც დასასრული უჩანს, და ვერც გამოუჩნდება იმ პირობებში, რომ მოსახლეობის მხოლოდ 30% არის აცრილი, და საუბარია მოსახლეობაზე, უფრო სწორად საზოგადოებაზე, რომელსაც მეტწილად ყალბი პრეტენზიები აქვს გონიერებაზე და განვითარებაზე, რადგან ამ საზოგადოების რამდენიმე ათეულ წევრს ყოველდრიურად ვკარგავთ სწორედ აუცრელობით, გაუფრთხილებლობით და რაც მთავარია გაუნათლებლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები