მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის წესი იცვლება - ბიზნესის შეფასება

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასთა ინდექსაციის წესი იცვლება - მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ცვლილება მიზნად ისახავს სამშენებლო მასალებისა და სამუშაოების გაძვირებისგან გამოწვეული ფინანსური წნეხის შემსუბუქებას, თუმცა ამავდროულად, აწესებს მკაცრ ვადებსა და სანქციებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროცედურებს დაარღვევენ. ახალი რედაქციით მკაფიოდ განისაზღვრა, რომ ფასთა ინდექსაციის მოთხოვნა წარმოადგენს მიმწოდებლის უფლებამოსილებას და არა სავალდებულო წესს. მიმწოდებელს უფლება აქვს, შემსყიდველს ინდექსაციის გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სამუშაოების დასრულების ვადის მე-12 თვის დასრულებამდე. ამასთან, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში დროებითი წესის გავრცელების მოთხოვნის ვადა 60 დღიდან 150 კალენდარულ დღემდე გაიზარდა, ხოლო გამოცხადებულ თუ გამოსაცხადებელ ტენდერებში ხელშეკრულების გაფორმებიდან მიმართვის ვადა 60-ის ნაცვლად 120 კალენდარული დღე იქნება. მკაცრდება დასკვნების წარდგენის წესი, თუმცა გაუქმდა სამხარაულის დასკვნის ვალდებულება. ცვლილებებს უკუ ძალა აქვს და 2026 წლის 4 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება. რამდენად პასუხობს ფასთა ინდექსაციის წესში შესული ცვლილებები ბიზნესის მოთხოვნებს და როგორ აფასებენ ინფრასტრუქტურული კომპანიები განახლებულ წესებს?

სტუმარი: ნათია ხვედელიძე - „დიკა 2010“-ის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები