მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურული პროექტები დიზაინ ბილდის მეთოდით აღარ განხორციელდება - რა იცვლება?

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიზაინ ბილდის მოდელით ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ პროექტირების ეტაპი დამოუკიდებელი პროცესი გახდება, ერთობლივად პროექტირება-მშენებლობა კი მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში იქნება დაშვებული. “ვერანაირი კომპრომისი, ხარისხთან და დროსთან დაკავშირებით ვერ მოხდება. შესაბამისად ყველა კომპანია ამ თამაშის წესებს უნდა მოერგოს”-ასეთი გზავნილი ჰქონდა რევაზ სოხაძეს, ინტერპელაციისას პარლამენტის ტრიბუნიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები