მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დაფინანსების ათვისებაც 50%-ზე დაბალია

5bc6e4b51fb74
BM.GE
17.10.18 11:28
760
აუდიტის სამსახური იმ პროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლისთვისაც გამოყოფილი ასიგნებების ათვისება, 8 თვის მდგომარეობით, ყველაზე დაბალია. 18 პროექტიდან, 6 პროექტისთვის გამოყოფილი ფულის ხარჯვა საერთოდ არ დაწყებულა. ეს პროექტებია: მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ48- კმ64 გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა, ბათუმის ავტობუსების პროექტი, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი და ქობულეთის წყალარინების პროექტი. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება - 64 მილიონს აჭარბებს. დანარჩენი პოექტების ათვისების მაჩვენებელი კი წლიურ გეგმასთან მიმართებაში 1% -დან 47%-მდე მერყეობს. მათ შორისაა: ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ძირულა ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი, საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი, ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი და სხვა.

ჯამში ამ პროექტების საერთო ღირებულება 430 მილიონ ლარზე მეტია.

,,მნიშვნელოვანია პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება, ასევე, დამატებითი ყურადღება გაამახვილონ აღნიშნული პროექტების მომავალი წლის გეგმის განსაზღვრის პროცესში და გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯები“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები