„დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს“, - ამის შესახებ არხის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
Bm.ge ვახტანგ წერეთლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით.
ინგა ,,პირველზე“, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი ენერგია ჩადო ტელევიზიის განვითარებაში.
უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან“ ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ“, - წერს არხის დამფუძნებელი და მფლობელი ვახტანგ წერეთელი.
ცნობისთვის: ინგა გრიგოლიამ აღნიშნულ პოზიციაზე პაატა კაკაურიძე შეცვალა.