მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგა გრიგოლია: ესენი ნახეთ, რა. ამხელა დავალიანება აქვს "იმედს" და ჩვენ მოგვადგნენ

5e00da61b4156
თელარა გელანტია
23.12.19 19:16
5587
ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს განცხადება-გაფრთხილებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე საათის წინ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ვანო მაჭავარიანის უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

“ესენი ნახეთ, რა. ამხელა დავალიანება აქვს “იმედს” და ჩვენ მოგვადგნენ, პატარა ტელევიზიებს, ჯერ თქვენი ტელევიზიებიდან ამოიღეთ დავალიანება და მერე გველაპარაკეთ! პრინციპის ამბავია, თორემ საბიუჯეტო ვალდებულებაზე უარს არასოდეს ვამბობთ… ანუ თუ გუნდრუკს უკმევ ხელისუფლებას, ვალი გეპატიება?! ძალით გვიწვევენ აშკარად, ოცნებობენ, როგორ მოგვახრჩონ, რომ მხოლოდ ის მედია-საშუალებები ამყოფონ კომფორტში, რომელიც თავად უნდათ”, - წერს ინგა გრიგოლია.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი ნინო ჯანგირაშვილიც.

ცნობისთვის: bm.ge სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებასაც ცდილობს. "რუსთავი 2"-სა და "იმედში" (ასევე "მაესტრო" და GDS) უკვე განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე დავალიანება არ აქვთ და ოქტომბრიდან გადასახადებს იხდიან. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე დიდი დავალიანება მართებთ, რომლის დაფარვის გეგმა კომპანიებმა წლის ბოლომდე უნდა წარმოადგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები