მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინგლისის ბანკი: გაურკვევლობის და კორექტირების პერიოდი გარდაუვალია

576cf91d68688
BM.GE
24.06.16 13:07
1744
ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 51%-ს ევროკავშირის დატოვება სურს, განცხადებას აკეთებს ინგლისის ბანკი.
 
ბანკი შედეგებიდან გამომდინარე "გარდაუვალ გაურკვევლობის და კორექტირების“ პერიოდს ელოდება.

"ჩვენი მოსახლეობისთვის მოგზაურობისას საწყისი ცვლილება არ მოხდება, ასევე არ შეიზღუდება ჩვენი მომსახურებისა და საქონლის გაყიდვა.

საჭირო იქნება გარკვეული დრო რათა ბრიტანეთმა ახალი სახის ურთიერთობა დაამყაროს ევროკავშირთან და მთლიან მსოფლიოსთან.

მოსალოდნელია ბაზრების არასტაბილურობა, მაგრამ ჩვენ ამისთვის კარგად ვართ მომზადებულები. ბანკი დამატებით ქმედებებს განახორციელებს. ინგლისის ბანკმა რამდენჯერმე ჩაატარა ქვეყნის საბანკო სისტემის სტრეტს ტესტები. საჭიროების შემთხვევაში ინგლისის ბანკი უზრუნველყოფს მათ ლიკვიდობას უცხოურ ვალუტაში", - განაცხადა ინგლისის ბანკის სპიკერმა.

ბანკი ასევე 250 მილიარდ ფუნტს დახარჯავს, რათა ფინანსური ბაზრების სტაბილურობა მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები