მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ბანკის დაგვიანებული პოლიტიკის გამო ქვეყანაში მაღალი ინფლაცია 2030 წლამდე შენარჩუნდება

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში მაღალი ინფლაცია მომდევნო ათწლეულამდე შენარჩუნდება, რადგან ინგლისის ბანკი საპროცენტო განაკვეთების გაზრდას აგვიანებს.

ეკონომიკური და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (NIESR) შეფასებით, მაჩვენებელი მარეგულირებლის 2%-იან სამიზნე ნიშნულს 2030 წლის ბოლომდე ვერ გაუტოლდება, რაც, ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკაში ფასების ზრდის მყარად დამკვიდრების რისკს ქმნის.

ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, ჯეიმზ სმითმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი საკმარის აქტიურობას არ იჩენს და მოვლენებს ჩამორჩება. მისი განმარტებით, მაღალი ინფლაციის შენარჩუნება საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო მეტად გაზრდას მოითხოვს.

ცნობისთვის: სექტემბერში დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 3.5%-მდე გაიზარდა, ინგლისის ბანკი კი შიშობს, რომ მომავალ წელს მაჩვენებელმა შესაძლოა 6%-ს მიაღწიოს. NIESR-ის გათვლებით, ინფლაცია პიკურ 4.4%-იან ნიშნულს თებერვალში მიაღწევს.

გასულ კვირას ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 3.75%-დან 4%-მდე გაზარდა, რაც 2023 წლის აგვისტოს შემდეგ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევა იყო.

მარეგულირებლის მმართველმა, ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე ფასების ზრდის გათვალისწინებით, ცენტრალური ბანკი განაკვეთების შემდგომ ზრდას არ გამორიცხავს.

აღსანიშნია, რომ დიდ ბრიტანეთში ინფლაცია მარეგულირებლის მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს 2021 წლის აგვისტოს შემდეგ აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები