მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალური ბანკი რეკორდული ინფლაციის გამო, საპროცენტო განაკვეთს 0.5%-მდე ზრდის

61fbee644a9f4
თათია კაკიაშვილი
03.02.22 20:00
691
ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა (ინგლისის ბანკმა) დღეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 0.5%-მდე გაიზარდა, რაც 2004 წლის შემდეგ განაკვეთის ყველაზე მაღალ ზრდას წარმოადგენს. 

ამ გზით დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის შემცირებას გეგმავს. 2021 წლის დეკემბერში ინფლაციამ 5.4% შეადგინა, იანვარში კი 6%-ს დაუახლოვდა. ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ინფლაცია პიკს 2022 წლის აპრილში მიაღწევს და 7.25% იქნება, შემდეგ კი ეტაპობრივად შემცირდება. 

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სტერლინგი დოლართან მიმართებაში 0,2%-ით გაიზარდა და 1,36 დოლარი შეადგინა.

ინვესტორებს ახლა აქვთ მოლოდინი, რომ ინგლისის ბანკი საპროცენტო განაკვეთებს მაისისთვის 1%-მდე და ნოემბრისთვის 1.5%-მდე მიაღწევს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაცია და მასთან ერთად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, 2022 წელს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს 2%-ით შეამცირებს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ინგლისის ბანკი ასევე დაასრულებს 20 მილიარდი ფუნტის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციების გაყიდვას, რომელსაც 2009 წლიდან ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები