მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის პრემიერ ლიგაში VAR-ის ოპერატორის ვაკანსია გამოცხადდა

ვარის ოპერატორი

პრემიერ ლიგაში ვიდეო ასისტენტ მსაჯების დამხმარე ოპერატორებს ეძებენ, რათა მსაჯებთან ერთად იმუშაონ საკამათო ეპიზოდების გამეორებაზე. ქვეყანაში ვიდეო ასისტენტების მთავარი ჰაბი “სტოკლი პარკია”, სადაც ინგლისის ჩემპიონატზე არიან პასუხისმგებლები.

ვიდეო ასისტენტ მსაჯის სისტემა დიდ ბრიტანეთში 2019/20 წლებში შემოიღეს, თუმცა ის დღემდე მაინც ხარვეზებით მუშაობს. ვაკანსიაში კი ნათქვამია, რომ საფეხბურთო სისტემების ოპერატორი მთავარ როლს შეასრულებს ადგილობრივი სერვისების მიწოდებაში. ვაკანსიაზე დასაქმებულს კი დაწინაურებისა და ევროპის მასშტაბით უფრო დიდ ტურნირებზე მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველს ესაჭიროება ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი და მისი წესების ცოდნა.

ასეთი პრესტიჟული სამუშაოს მიუხედავად დასაქმებულის ანაზღაურება საკმაოდ მცირე იქნება. ოპერატორი წელიწადში 25 800 გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რაც გაერთიანებული სამეფოს საშუალო ხელფასზე 10 ათასი გირვანქა სტერლინგით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები