მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი შეამცირა

ინგლისის ცენტრალური ბანკი

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემის მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4.75%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

ოფიციალური უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება პირდაპირ კავშირშია 2%-მდე შემცირებულ ინფლაციასთან, რომელიც ამჟამად სამიზნე ნიშნულზე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები