მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა სტეიბლკოინების მიმართ მიდგომა შეცვალა

სტეიბლ

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა სტეიბლკოინების მიმართ მიდგომა მკვეთრად შეცვალა. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემის მარეგულირებლის განცხადებით, სტაბილური კრიპტოაქტივების გამომშვები კომპანიებს საშუალება ექნებათ რეზერვების 60% ბრიტანული სამთავრობო ობლიგაციებით შეავსონ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტეიბლკოინების ემიტენტებს ბრიტანეთის მთავრობაზე ვალის გაცემა და შესყიდული ობლიგაციების სანაცვლოდ იმავე მოცულობის კრიპტოაქტივების გამოშვება შეეძლებათ.

ექსპერტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ინგლისის ცენტრალურ ბანკს სტეიბლკოინების ინდუსტრიის განვითარება სურს, რაც 2023 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას გულისხმობს, რა დროსაც მარეგულირებელს კრიპტოინდუსტრიის შეზღუდვა სურდა.

სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელმაც ბრიტანეთის მთავრობასთან ფინანსურ საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, ხოლო თავად ტრამპი სტეიბლკოინების მხარდამჭერია. ასევე, ის თავად ფლობს სტეიბლკოინების ემიტენტ კომპანია World Liberty Financial-ს და პროექტ USD1-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები