ინგლისური ენი სახელმძღვანელოებს სახელმწიფო წელსაც გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს და კვლავაც ,,მაკმილან ედუქეიშენისგან“. ,, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ ამ უფლების მოსაპოვებლად უკვე მიმართა ,,შესყიდვების სააგენტოს“.
მიმდინარე სასწავლო წლისთვის უწყება 45 ათას 487 ერთეულ ინგლისური ენის სამუშაო რვეულს შეიძენს, რაშიც 364 ათას ლარს გადაიხდის. ,,მაკმილად ედუქეიშენის“ სახელმძღვანელოების საქართველოს ტერიტორიაზე დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას შპს ,,Unique Learning“-ს ეკუთვნის. სწორედ ამ ექსკლუზიური უფლებით ასაბუთებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უცხოელი გამომცემლის მიერ დაბეჭდილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოები უნდა შეეტანათ, რისთვისაც მაშინდელმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მემორანდუმი სწორედ ,,მაკმილან ედუქეიშენთან“ გააფორმა. მას შემდეგ, ინგლისური ენის სახელმძღვანელობითა და სამუშაო რვეულებთ ქართულ სკოლებს სწორედ ,,მაკმილანი“ ამარაგებს.

























