მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინიციატივა - "ერთი კვირა ქართულ ტურიზმს" რუსული სანქციების საპასუხოდ

5d0d5ce6e664e
BM.GE
22.06.19 00:47
22512
ადვოკატი ზვიად კორძაძე საკუთარ facebook-ზე წერს, რომ ავიამიმოსვლაზე რუსული სანქციების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებმა შვებულებები უცხო ქვეყნების ნაცვლად საქართველოში უნდა გაატარონ. 

"მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან პუტინის ტურისტული ემბარგო შეიძლება შეეხოს ჩვენს ტურისტულ სექტორს, აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში. მოგიწოდებთ საშუალო ფენას ვისაც გვაქვს ამის საშუალება, ჩვენ-ჩვენი ერთი კვირა ვაჩუქოთ ტურისტულ სექტორს.

რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები,"- წერს კორძაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები