პოლიტიკური პარტია "გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, არანაირი "ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა" არ არსებობს და ეს ყველაფერი ხელისუფლების მოგონილია და ისინი (პოლიტიკოსები) ადამიანების სენტიმენტებზე თამაშობენ.
"მე არ მგონია, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოდგენა აქვს თუ რა ტიპის ეკონომიკური ზრდა უნდა არსებობდეს. ეს წარმოდგენა რომ არსებობდეს, მოსახლეობას ისიც ეცოდინებოდა, რომ სინამდვილეში არანაირი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა ან მსგავსი რამე ეკონომიკაში არ არსებობს და ეს არის ამ ხელისუფლების მოგონილი, რითიც ცდილობენ ითამაშონ იმ ადამიანების სენტიმენტებზე, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ თუ ეკონომიკა იზრდება ქვეყანაში, მაშინ ჩვენ არანაირი სარგებელი რატომ არ გვხვდებაო?! თითქოს ამ ტერმინებით ეუბნებიან, რომ ისე გაზრდიან ეკონომიკას, რომ მათაც რაღაც სარგებელი შეხვდებათ, რაც სინამდვილეში ტყუილია, ზღაპარია და ამას ვერ გააკეთებენ"- განაცხადა ჯაფარიძემ

























