სასტუმროების ქსელი „ინნ ჰოსფითალითი“, ბაზარზე ამ ეტაპზე ოთხი სასტუმროთი ოპერირებს. ესენია: „ბაკურიანი ინნ“, „გუდაური ინნ“, „ახალციხე ინნ“ და „როიალ ინნ“. რებრენდინგის ფარგლებში კომპანია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. აქტიურად ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის ბაკურიანსა და გუდაურში განახლებული ინვენტარითა და სერვისით.
რაც შეეხება სასტუმრო "ახალციხე ინნს", რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს, მისი ოფიციალური გახსნა 18 ნოემბერს არის დაგეგმილი. რა იგეგმება ღონისძიებაზე და როგორ ემზადებიან "ინნ ჰოსფითალითში" საკურორტო სეზონისთვის?
სტუმრები: ნინა გაჩეჩილაძე - „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი;
სოფო ბერიაშვილი - „ინნ ჰოსფითალითის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;